დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ და არასამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით 7 ივლისს შეხვედრა გაიმართება

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი და არდი დაზღვევა 2017 წლის 07 ივლისს "დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი და არასამართლებრივ ასპექტებ"-თან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები. შეხვედრაზე განხილული იქნება დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები, მისი სამართლებრივი ბუნება და პრაქტიკული ასპექტები, სადაზღვევო კომპანიის ფუნქციონირებისას აუცილებელი სავალდებულო რეზერვები, მხარეთა ინფორმირების სტანდარტი და მხარეთა ინტერესების დაცვა სუბროგაციის მართვის პროცესზე.

შეხვედრას წარუძღვებიან: ნინო ლიპარტია-  იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი; ქართლოს ყორანაშვილი- სს არდი დაზღვევის  გენერალური დირექტორი; ნატალია მოწონელიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი, ნინო ნიავაძე- საქართველო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ირემაშვილი -საქართველო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურისტი.

სასწავლო შეხვედრა აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ.

შეხვედრა გაიმართება "ქორთიარდ მერიოტში" 7 ივლის 10:30