Back
Next
 
 
 
 
 
 
იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი იწყებს სტატიების მიღებას „თანამედროვე სამართლის ჟურნალის“  2016 წლის
პირველი ნომრისთვის.

სტატიის წარმოდგენის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ან/და პრაქტიკოს იურისტებს.

სტატიების მიღება წარმოებს ელექტრონულად მისამართზე info@lpdc.org.ge 2016 წლის 17 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის
ჩათვლით.

სტატიის გამოქვეყნების პირობები და სახელმძღვანელო პრინციპები იხილეთ თანდართულ ფაილში.

სტატიების მიღება დაიწყო!
სისხლის სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი იწვევს ახალ პროექტზე "საქმე".
პროექტი მოიცავს ტრენინგების და პრაქტიკული სავარჯიშოების ინტენსიურ კურსს და საპროცესო მოქმედებების სიმულაციურ  
კონკურსს, რომელსაც წარუძღვებიან პროფესიონალი პრაქტიკოსი იურისტები.

კითხვა-პასუხის (Q&A) სესია სამართლის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის
2017 წლის 4 თებერვალს სასტუმრო "მუზეუმ"-ში იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის (#LPDC, საქართველოს  
ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (#GLIP), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის  
კომიტეტის ორგანიზებითა და USAID-ის პროექტ G4G -ის მხარდაჭერით, გაიმართა კითხვა-პასუხის (Q&A) სესია სამართლის  
სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის თემაზე...

საზაფხულო სკოლა "სახელშეკრულებო სამართლის აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით".
„იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“-ა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით,  
ცხადდება საზაფხულო სკოლა "სახელშეკრულებო სამართლის აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით".

დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ და არასამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით 7 ივლისს შეხვედრა გაიმართება
იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საქართველოს ადვოკატთა  
ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი და არდი დაზღვევა 2017 წლის 07 ივლისს აწყობს სამუშაო შეხვედრას  
"დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი და არასამართლებრივ ასპექტებ"-თან დაკავშირებით.

იურისტებმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების სამართლებრივ ანალიზზე იმსჯელეს
იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (LPDC), ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP), საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტიs ორგანიზებით და USAID-ის პროექტის G4G-ის მხარდაჭერით,
სასწავლო სემინარი - "სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების სამართლებრივი ანალიზი"
გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში არსებული პრობლემური საკითხები. კერძოდ,
წინასატენდერო ურთიერთობების სპეციფიკა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის, ტენდერის ჩატარების, გასაჩივრების
პროცედურები. ასევე, შესყიდვების ხელშეკრულების დადების, განხორციელების, მონიტორინგის წესი, ხელშეკრულებაში
გამოყენებადი უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალებების არსი და მოთხოვნის მართვის პროცესში არსებული ძირითადი
საკითხები. შეხვედრაზე ,აგრეთვე, მიმოხილულ იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მნიშნველოვანი
სასამართლო გადაწყვეტილებები.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების წარმომადგენლები,შემსყიდველი და მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი
იურისტები.
შეხვედრას წარუძღვნენ: ნინო ლიპარტია - იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი; ქეთევან
ბუაძე - ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის აღმასრულებელი დირექტორი, ადვოკატი; ნოდარ ხერხეულიძე -
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი,
გიორგი გოგიბერიძე - სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის ტენდერების მონიტორინგის
სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე ქამუშაძე - იურიდიული კომპანია GLCC-ის დირექტორი, გია ფოლადიშვილი - ადვოკატი.

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით   გამოვიდა თანამედროვე სამართლის ჟურნალის #1 გამოცემა.
ჟურნალში თავმოყრილია იურიდიული ფაკულტეტის (სამართლის სკოლები) სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და  
პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის (#lpdc), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (#glip), თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის ორგანიზებითა და USAID-ის პროექტის G4G-ის მხარდაჭერით, 2017 წლის 28-29 სექტემბერს ქ. ბათუმში "ბიზნეს სამართლის დღეები" გაიმართება
პროექტის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები...

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი იწყებს სტატიების მიღებას „თანამედროვე სამართლის ჟურნალის“ 2017 წლის ნომრისთვის.ართება
იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი იწყებს სტატიების მიღებას „თანამედროვე სამართლის ჟურნალის“ 2017 წლის
ნომრისთვის.

სტატიის წარმოდგენის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ან/და პრაქტიკოს იურისტებს.

სტატიების მიღება წარმოებს ელექტრონულად მისამართზე info@lpdc.org.ge 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით...

თანამედროვე სამართლის ელექტრონული ჟურნალისათვის სტატიების მიღება დაიწყო.
იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ელექტრონული "თანამედროვე სამართლის ჟურნალისათვის" დაიწყო  
სტატიების მიღება. მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით მსურველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ  
დასრულებული სტატია სამეცნიერო პერიოდული ,,თანამედროვე სამართლის ჟურნალის“ 2018  წლის  I გამოცემისათვის.